ხანდახან ფიქრი მიტაცებს ხანდახან კი ტკივილით ვივსები ჩემი ქვეყნის შემხედვარე
საით მიექანება კაცობრიობა
პატივისცემა
თანადგომა
სიკეთე და სიყვარული დავიწყებული აქვს საწყალ ხალხს...
რატომ საწყალს ?
ადამიანი რომლისთვისაც ეს შეგრძნებები დაქვეითებულია, სამწუხაროდ, ის არ არსებობს ...ის უბრალოდ არის ..
ყოფნასა და არსებობას შორის უდიდესი განსხვავება იმალება რომელსაც ხშირად ადამიანები ვერ ხედავენ
ისინი ისწრაფვიან გაზრდისაკენ და გაზრდისას ოცნებობენ ბავშვობაზე, ოცნებობენ უსაქმურობაზე და სიბერეში უსაქმურობა ყველაზე მეტად ტანჯავთ.. ამბობენ რომ მარტოობა ყველაფერს ურჩევნიათ და ეძებენ ახალ მეგობრებს ...
სიყვარულს იფიცებიან და ვარდებიან ბინძურ ბილიკზე რომელიც, მოღალატეობასა და მის მაგვარ ქმედებებს მოიცავს..
არსებობა-პატივისცემა, სიყვარული, ერთგულება, სხვებზე ზრუნვა.....(და ა.შ.) აი რას ნიშნავს ეს სიტყვა..
არასოდეს არ შეგეშალოთ იგი უბრალოდ ყოფნასთან!