ფიზიკური და

ფიზიკური და
სულიერი სხეული

Thursday, November 5, 2015

ერთგულება 
ერთგვარი მარაზმი რომელიც ამოვარდნილია ჩვენი ცნობიერებიდან.. დღევანდელი თაობებისთვის..
ერთგვარი მასხარაობა, დასაცინი მასალა დღევანდელი კაცობრიობის თვალში. 
გადაჯიშებული კაცობრიობა თავის სილამაზეს ვეღარ ფლობს და პრეტენზიებს გამოხატავს
არადა? ერთგულების გარეშე სილამაზე, რა სილამაზეა? 
სიყვარული სიყვარულს არ ჰგავს რადგან ერთგულება დაკარგულია,
ადამიანი... ადამიანის უმსგავსობაა .
თუმცა ...
რა არის ადამიანი? 
ვინ არის ადამიანი? 
ადამიანი არის მექანიზმი რომელსაც დამანგრეველი ინსტრუქცია უფრო მჭიდროდ აქვს შესისხლხორცებული...
ადამიანი არის დაუნახავი ერთგვარი ცხოველი, გადატანითი მნიშვნელობით .. 
ადამიანი გახდა ეგოისტი და უგულო.
გონიერი ადამიანები კი სიღარიბეში ან საიქიოში განისვენებენ
ცხოვრება აღარ არის იმდენად მშვენიერი რამდენადაც არის სინამდვილეში რადგან ადამიანებმა ის გაანადგურეს.
მის სილამაზეს უფრო მეტი უშნო ნაგებობა და უფრო მეტი ნაგავი შეჰმატეს. უფრო მეტი სიძულვილი და უფრო მეტი შური.. 
ფერად საღებავებს ზემოდან ნაცრისფერი დაატანეს რომელმაც ყველა ფერი გაამუქა და დასასრული მის გამუქებას არ მოუჩანს.
დედამიწა ნაცრისფერია
ადამიანი კი შავი.
ეს არის პატარა დედებისგან მიტოვებული ბავშვების თვალით დანახული სამყარო.. 
მათი რიცხვი სულ უფრო იმატებს.. 
ცხოვრება აღარ არის ვარდისფერი როგორც ეს ჩვენს ბავშვობაში იყო.
სექტემბრის სიცივეს ადამიანების საქციელებით გამოწვეული სიცივე ემატება და ნელნელა გასხივოსნებულების გულებიც კი იყინება რადგან იმედი ვეღარ ათბობს ჩვენს გონიერებას. რადგან იმედი უკვე გადაიფარა მუქი საღებავებით .. რადგან ადამიანებს თვალის გახელა ეზარებათ და ბრძოლა ნათელი ფერებისთვის.
მზე, აღარ ანათებს ისე როგორც ადრე , შემოდგომა არ გვახარებს ყვითელი ფოთლებით
მე კი უიმედოდ ვწერ ამ სისულელეს, რადგან მას არავინ არ წაიკითხავს...

No comments:

Post a Comment